“ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

Read Time:34 Second

ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ჩოხატაურის სოფლების ინტაბუეთის, ჯვარცხმის და ვაზიანის მაცხოვრებლებს შეხვდა.
მოსახლეობამ დეპუტატობის კადიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები გააცნო, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.  ვასილ ჩიგოგიძეს თქმით, ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება.

„ სამივე სოფელი გაზიფიცირდა. ჯვარცხმისა და ვაზიანის მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა სრულად ასფალტირებულია, მიმდინარეობს სოფელ ინტაბუეთამდე გზის მოასფალტების პროექტირება. სამივე სოფელში, ბოლო წლებში, გარეგანათების ქსელი 3-ჯერ გაფართოვდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა თემის სკოლას და სრულად განახლდა სოფლის სამედიცინო ამბულატორია.
ამ სოფლების რამდენიმე უბანში, წყლის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების მოწესრიგება გახლავთ, რომელიც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება.  მინდა თითოეულ ჩოხატაურელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს,“ – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება
Next post კახა კუჭავა: გარკვეული ძალები ცდილობენ, საქართველო კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინონ