“ქართული ოცნების” მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

Read Time:36 Second
მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, “ქართული ოცნების” მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შალვა კერესელიძემ დუშელებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქალაქში სრული რეაბილიტაცია უტარდება ისტორიულ პირველ საჯარო სკოლას; მიმდინარობს დუშეთის ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია; შენდება სპორტული კომპლექსი; სრული რეაბილიტაცია უტარდება სამივე საბავშვო ბაღს; წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
„თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მქონდა დუშელებთან. მე მათ ჩემი ხედვები გავაცანი, თუ როგორ ვხედავ ქალაქის განვუთარებას სამომავლოდ. დაგეგმილი გვაქვს, არაერთი პროექტი. ნაწილი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის, ნაწილიც კი სამომავლოდ განხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. დიდ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს ვინც დამაფასა და ჩემთან შესახვედრად მოვიდა.31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ წარმატებული საქართველოს მშენებლობას,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ცენტრალური პარკი იქნება ადგილი, რომლითაც თბილისი იამაყებს
Next post ირაკლი ჩიქოვანი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ბევრი ღირსეული თაობების აღზრდას უსურვებს