„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს

Read Time:43 Second

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს.

კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები ასე განაწილდა:

კახა კალაძე („ქართული ოცნება“) 57.9%;

ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 27.8%;

გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) 5,3%;

ანა ბიბილაშვილი („ლელო“) 2.5%;

გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) 2.1%;

ანა დოლიძე („ხალხისთვის“) 1,6%;

თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) 0,6%;

მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 0,5%;

სხვა კანდიდატები 1,7%;

„კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია. როგორც ხედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვოს“, – აღნიშნა ბრიფინგზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი – „ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა“
Next post მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს