„ქართული ოცნება“: „ტვ პირველი“ ამტკიცებდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები საჯარო მოხელეები არიან, სინამდვილეში ისინი შპს „ლუმას“ წარმოადგენენ

Read Time:22 Second

ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გორში, მერობის კანდიდატის პრეზენტაციის დროს „ქართული ოცნების“ ბანერი რომ არ წაქცეულიყო, მას კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები იჭერდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი სახელწოდებით „სინამდვილეში“ წერს.

მათი ინფორმაციით, სინამდვილეში ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები, რომლებიც ბანერს იჭერენ, კერძო კომპანიის (შპს „ლუმა“) თანამშრომლები არიან. სწორედ ამ კომპანიასთან აქვს დადებული ხელშეკრულება „ქართულ ოცნებას“, რომლის მიხედვითაც კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიების ტექნიკურ სამუშაოებს. ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ აქვთ საჯარო სექტორთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ გველესიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია
Next post მარინა ენდელაძე ინფიცირების დღევანდელ მაჩვენებელზე: იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა