ქართველი მსახიობი, მედეა ჯაფარიძე დღეს 100 წლის გახდებოდა

Read Time:1 Minute, 40 Second

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი,  საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე მედეა ჯაფარიძე 1923 წლის 20 თებერვალს დაიბადა. ის მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე იყო.

მედეა ჯაფარიძე 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო.

რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში. მოგვიანებით მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია „მოსსოვეტის“ თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“. სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს მოახმარა.

კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვა.

1950 წელს როლისთვის კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მედეა ჯაფარიძემ ითამაშა როლები ფოლმებში.

1940: „კოლხეთის ჩირაღდნები“ (ძაბული) რეჟ. დავით რონდელი
1940: „ქალიშვილი გაღმიდან“ (ნაზიმე) რეჟ. რეზო ესაკია
1942: „ხიდი“ (მანანა) რეჟისორები კონსტანტინე პიპინაშვილი, შოთა მანაგაძე
1943 : „გიორგი სააკაძე“ (თინათინი – ლუარსაბის და) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
1944: „ჯურღაის ფარი“ (ეთერი) რეჟისორები სიკო დოლიძე, დავით რონდელი
1947: „აკაკის აკვანი“ (ანა – აკაკის და) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
1948: „ქეთო და კოტე“ (ქეთო) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
1952:„მწვერვალთა დამპყრობნი“ (ელენე) რეჟ. დავით რონდელი
1956: „ეთერის სიმღერა“ (ნატო) რეჟ. სიკო დოლიძე
1959: „წარსული ზაფხული“ (ელიკო) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
1970: „იყო შაშვი მგალობელი“ რეჟ. ოთარ იოსელიანი
1973: „მზე შემოდგომისა“ (ეკა) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
1983: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ რეჟ. ელდარ შენგელაია
1984: „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე
1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ (სალომე) რეჟ. ქეთი დოლიძე
1988: „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“ (დედა იღუმენია) რეჟისორები ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „პატიმრებს თავიდანვე უნდა სცოდნოდათ, რომ ისინი უკვე შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღარ არსებობს სამართალი, და რასაც ეტყვიან, ის უპირობოდ უნდა შეასრულონ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებოდნენ კიდევ უფრო სასტიკად“
Next post რატი ბრეგაძე: „სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა დანაშაულებზე საუბარი“