ქალაქის სავიზიტო ბარათად უკვე ქცეული გიგანტური საათი ნიკოლოზ მეტრეველის ავტორობით

Read Time:2 Minute, 43 Second

ორიგინალური იდეა და ქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი.

შესაძლოა, თბილისში გიგანტურ “ეშმაკის ბორბალზე” საათი დამონტაჟდეს. პროექტი მოქალაქე ნიკოლოზ მეტრეველს  ეკუთვნის, პლატფორმიდან  – ,,შენი იდეა ქალაქის მერს’’.

  • „შენი იდეა ქალაქის მერს“’ – ამ პროექტის გამარჯვებული გახდით, რა შეგრძნებაა?

ძალიან სასიამოვნო და სიამაყით სავსე გრძნობაა, როცა ქალაქის განვითარებისა და გალამაზებისთვის შენი წვლილითაც კეთდება რაღაც.

  • როდის და საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა ?

ყველაფერი გენიალური ხომ სიმარტივიდან მოდის?! ხოდა, ამ შემთხვევაშიც ძალიან მარტივი მიზეზით მოვიდა ეს იდეა, სტუდენტობის დროიდან, მაჯის საათის ხმარება არ მიყვარს და სულ მქონდა სურვილი სადმე თვალსაჩინო ადგილას დიდი საათის არსებობის, რაც ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი და მიმზიდველი იქნებოდა, ყველაზე შესაფერის ადგილად კი ფუნიკულიორი მიმაჩნდა, თავისთავად რელიეფიდან გამომდინარე, იმის მერე რაც „ეშმაკის ბორბალი“ გამოჩნდა უფრო რეალური გახდა ჩემი იდეის განხორციელება.

  • როგორი იქნება გიგანტური საათის ვიზუალი?

გამომდინარე იქიდან, რომ ბორბალი არის მრგვალი ფორმის, რა თქმა უნდა იქნება ციფერბლატიანი საათი (ისრებით) მაქვს ჩანახატები და ჩემი ვერსიები. გაკეთდა პირველადი ვიდეო მაკეტიც რაც შეიძლება კიდევ დაიხვეწოს.

  • აპირებთ თუ არა პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას?

როგორც ვიცით, პროექტი ისევ განხილვის პროცესშია და განხორციელების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და არა მარტო მე, როგორც იდეის აღწერაში ავღნიშნე მოსახლეობის ჩართულობის სურვილიც მაქვს (საათი თბილისისაა და არა ჩემი), შესაძლებელია გიგანტური საათისათვის სხვადასხვა დატვირთვის მიცემაც და ღონისძიებებშიც სხვადასხვა ფორმით გამოყენება, მაგალითად ახალი წლის დადგომისას საზეიმო ვითარებაში წუთების ათვლა და ახალი წლის შეხვედრა როგორც ამას სხვადასხვა ქალაქებში აკეთებენ სხვადასხვა ღონისძიებებით და უამრავი სხვა რამ.

  • როგორ გგონიათ რა სარგებელს მოუტანს ქალაქს?

პირველ რიგში, იქნება ულამაზესი, ვფიქრობ, ბევრი ისარგებლებს მისი, როგორც საათის ფუნქციით, იქნება ქალაქის და ქვეყნის სავიზიტო ბარათი და თავის როლს ითამაშებს ტურიზმის განვითარებაში, მსგავსი რამ, მითუმეტეს საათის სახით, ამ ფორმით და ასეთ თვალსაჩინო და ლამაზ ადგილას, არცერთ ქვეყანაში არ არის, ამიტომ ჩვენი ქალაქი გამორჩეული გახდება სილამაზის და სანახაობის კუთხითაც. ტურისტების მოზიდვის გარდა სხვა ფინანსური სარგებლის მოტანაც შეუძლია, მისი ანალოგით დამზადებული სუვენირები იქნება ეს თუ სხვადასხვა ღონისძიებებისათვის გამოყენება და ასე შემდეგ.

  • ვიცი, რომ ბევრი უსამართლო გამოხმაურება მოჰყვა ამ თემას, უსამართლობას,  ინტრიგებს  არასოდეს  შეუფერხებიხართ?

შეფერხებით რა თქმა უნდა არა, მაგრამ უსიამოვნოა ბევრის კომენტარი, ზოგს მოსწონს – ზოგს არა, როცა პროექტი განხორციელდება, დარწმუნებული ვარ, იმათაც მოეწონება, ვისაც არ მოსწონდა აქამდე. ზოგი იძახის, მეც მქონდა ეგ იდეაო – (იღიმის) კარგია, ხალხს თუნდაც ერთნაირი იდეები რომ აწუხებთ და ფიქრობენ დედაქალაქის სილამაზეზე, ზოგი წერს ავტორი სხვააო და მე ვარო (იღიმის) რადგან თურმე მსგავსი იდეა გაუჟღერებია სამსახურში, ნაცნობებში, მეგობრებში და მათაც სურთ ავტორობა. დამეთანხმებით, მათი მხრიდან ავტორობაზე პრეტენზია უადგილოა, შეეძლოთ კონკურსში მონაწილეობის მიღება ქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივით დანერგილ პლატფორმაში  – „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების გარდა, მე პირადად მონაწილეობაც მივიღე. მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის მხარდაჭერა მიიღო ამ იდეამ და კრეატიული მერის პირობებში განხორციელებადიც გახდა, ამისათვის მადლობა მას და ყველა მოქალაქეს, შესაბამისად პროექტი ხორციელდება ჩემს იდეაზე და ამ დროს სხვას უნდა ავტორობა, გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, მაგრამ მთავრი შედეგია და ყველაფრის გვირგვინი დასასრულია და არა დასაწყისი. აღნიშნული პლატფორმა ისევ აქტიურია და მოვუწოდებ ყველას მონაწილეობის მიღებას, მითუმეტეს ქალაქის ამჟამინდელი მერის ბატონი კახის მერობის პირობებში, რომელიც არცერთ ინოვაციურ და ქალაქისთვის სასარგებლო ინიციატივის განხორციელებისათვის უკან არ დაიხევს და მხარში დაუდგება ყველას.

  • ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც სურთ საკუთარი იდეები განახორციელონ, რას ურჩევდით?

როგორც უკვე ავღნიშნე ყველას ვურჩევ, რომ მიიღონ მონაწილეობა და დაარეგისტრირონ თავისი იდეები პლატფორმაზე – „შენი იდეა ქალაქის მერს“ და არ დასჯერდნენ მხოლოდ სანაცნობოში იქნება ეს სამსახურში თუ სამეგობროში გაჟღერებით, იაქტიურონ, პროექტს ხორცშესხმა, ბოლომდე მიყვანა და განხორციელება უხდება (იღიმის), ხოლო როგორც ავღნიშნე კახის მერობის პირობებში ყველა რეალურ და საინტერესო იდეას განხორციელება უწერია.

  • შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი?

სიკეთე, სიკეთე და კიდევ სიკეთე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ორი ქართული კომპანიისგან სასიამოვნო სიახლე ბავშვებს
Next post იაგო ხვიჩია: როგორც სიგარეტი, ასევე მარიხუანა ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების შემადგენელი ნაწილია