ქათმის ფახიტასი

Read Time:56 Second

900   გრ. ქათმის ფილე

 

1   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

 

1   ცალი ყვითელი ბულგარული

 

1   თავი ხახვი

 

3   ს/კ ზეითუნის ზეთი

 

1   ს/კ ლიმონის წვენი

 

12  ჩ/კ დაფქული ჩილი

 

1   ჩ/კ დაფქული ძირა

 

მწიკვი კაიენის წიწაკა

 

12  ჩ/კ მარილი

 

12  ჩ/კ შავი პილპილი

 

2   კბილი დაკეპილი ნიორი

ტორტილა მისართმევად

1 ზოლებად დაჭრილი ქათამი ცელოფნის პარკში (შესაკრავი თავით) მოათავსეთ. მეორე ასეთივე პარკში მოათავსეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე ან ყვითელი). ქილაში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ჩილი, ძირა, კაიენის წიწაკა, მარილი, პილპილი და ნიორი. თავსახური კარგად მოუჭირეთ და შეანჯღრიეთ.

2 მიღებული ნაზავის 1/3 ნაწილი ქათმის ხორცს მოასხით, 1/3 ნაწილი ბოსტნეულს და ნარჩენილი მესამედი გადაინახეთ. პარკები კარგად შეკარით და მაცივარში სულ მცირე ერთი საათით მოათავსეთ.
3 როცა შესაწვავად მზად იქნება, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ დიდი ტაფა. ბოსტნეულის მარინადი პარკიდან ტაფაზე გადმოასხით და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. ბოსტნეული ტაფიდან თეფშზე გადაიტანეთ და ამავე ტაფაზე ქათმის ხორცი მოათავსეთ. როცა ქათამი შეიწვება, ბოსტნეული ტაფაში ჩააბრუნეთ და დაუმატეთ გადანახული მარინადის მესამედი. გამორთეთ გაზქურა.
4 მექსიკელები ფახიტასს ტორტილათი (შესაძლებელია ბებოს ლავაშით ჩანაცვლება) მიირთმევენ. თუმცა, ჩვეულებრივ, მის გარეშეც ისეთივე გემრიელია

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ გავაკეთოთ გემრიელი ლატე
Next post განელ ბიჭს 50-მდე სხვადასხვა ცხოველის ბგერების გამოცემა შეუძლია. ვიდეო