აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:24 Second

შესაძლოა, ავიაკომპანიებმა ჩასხდომამდე მგზავრების აწონვა დაიწყონ. ინიციატივით ბრიტანული სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ი გამოდის, რომელმაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან, მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც გამოცემა Lonely Planet-ი იუწყება, ინიციატივის მიზანი ავიაგადამზიდავის ხარჯების შემცირებისთვის ხელშეწყობაა.

სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ის დირექტორის როი ფუსკონეს თქმით, რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი ფრენისათვის, უფრო მეტი საწვავია საჭირო. ამიტომ, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ. როი ფუსკონეს განმარტებითვე, ეს ეხება როგორც ტვირთს, ასევე მგზავრის წონას.

fortuna.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები