მარტი 29, 2024
0 0
Read Time:38 Second

Facebook-ი დაწყვილებისა და გაცნობის ფუნქციას ამატებს. ამ სიახლის საშუალებით მომხმარებელს პარტნიორის მოძებნა შეეძლება.

სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ აქამდე არსებული მსგავსი გაცნობის აპლიკაციებისგანგანსხვავებით, F8-ის მიზანი ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა იქნება. ამის მისაღწევად კი Facebook-ი ქსელში მარტოხელად (single) მონიშნულ ადამიანებს მსგავსების ნიშნით დააკავშირებს.

კანდიდატები იქნებიან მეგობრების სიის მიღმა და მომხმარებლის მეგობრები გაცნობის ანკეტას ვერ ნახავენ.

Facebook-ზე 200 მილიონზე მეტი ადამიანია, ვისაც თავი მარტოხელად აქვს მონიშნული. შესაბამისად, აშკარაა მოქმედების ფართო არეალი. F8 დაეხმარება მათ ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნაში და არ არის განკუთვნილი ერთი ღამის კავშირებისთვის“, – აღნიშნა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, ეს სიახლე მომხმარებელს Facebook-ზე უფრო დიდხანს ამყოფებს, რითაც ქსელის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

F8-ის ფუნქცია რამდენიმე თვეში ამუშავდება. მარკ ცუკერბერგის ამ განცხადების შემდეგ, ონლაინ-გაცნობის სერვისის Tinder-ის აქციები 18%-ით დაეცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები