ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც მისი ბებიის გარდაცვალება გამოიწვია, აპირებს „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლოს

Read Time:40 Second

ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც მისი ბებიის გარდაცვალება გამოიწვია, აპირებს „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლოს.

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნული პოსტით იგი უარყოფს, რომ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები მან ჩაამსხვრია.

„ტვ პირველმა“ ჩემს მიმართ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ვითომ მე ჩავამტვრიე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები გორში, რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს.

„ტვ პირველმა“ ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა „ტვ პირველმა“ ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა.

მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისა და რაც მთავარია, ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!“, – წერს პარნა მახოხაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან
Next post მიხეილ სარჯველაძე: ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომის შემთხვევაში, ხელახალი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება, ვინმეს სიტყვაზე ხომ არ ვენდობით