უცხოური მედია – დღეს, საქართველო უპრეცედენტოდ ახლოსაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ოცნების აღსრულებასთან და ქვეყნის მომავალი უფრო ნათელ ფერებში გვევლინება, როგორც არასდროს

Read Time:2 Minute, 24 Second

„ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ზოგად ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლას და პროგრესს საქართველოს პროდასავლურ გზაზე. დღეს, საქართველო დგას იმავე გზაზე, რომელიც თავის დროზე გაიარეს ევროკავშირის ისეთმა წევრმა ქვეყნებმა, როგორიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და სხვანი. ეკონომიკური თავისუფლების და ბიზნესის წარმოების ინდექსების გარდა, საქართველო არ ჩამოუვარდება ამ ევროპულ ქვეყნებს კანონის უზენაესობის, კორუფციის აღქმის, ღია ბიუჯეტისა თუ სამართალდამცავი სტრუქტურების რეიტინგებშიც. როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმა დღეს წარმოადგენს ამ შთამბეჭდავი მიღწევების შენარჩუნების წინაპირობას. შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა მხარდაჭერას იმსახურებს“,- გამოცემა ,, 4liberty“ სტატიას სახელწოდებით ,, რა გამოგვრჩა საქართველოსთან დაკავშირებით: საარჩევნო რეფორმა“ აქვეყნებს.

ავტორის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და ამ მხრივ, ტოლს არ უდებს ევროკავშირში საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს.

სტატიის თანახმად, თავისუფლების დამცველნი წლების განმავლობაში განიხილავენ საქართველოს, როგორც დასავლური ღირებულებების ბუნებრივ მოკავშირეს და დღეს, როცა ქვეყანა უპრეცედენტოდ ახლოსაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ოცნების აღსრულებასთან და საქართველოს მომავალი უფრო ნათელ ფერებში გვევლინება, ვიდრე არასდროს.

,,ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, COVID-19-მა საქართველოშიც გაართულა სიტუაცია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და, ამ მხრივ, ტოლს არ უდებს ევროკავშირში საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს. 24 ივლისს კომიტეტებში დაგეგმილია კენჭისყრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო კენჭისყრა პლენარული სხდომაზე გაიმართება 26 და 27 ივნისს. შემდეგ, თუკი კანონპროექტი დააგროვებს ხმათა საკმარის რაოდენობას, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს ბრძანებას მის დამტკიცებასა და ძალაში შესვლასთან დაკავშრებით. მე, პირადად, ბევრი მიზეზით არ ვარ პროპორციული სისტემის დიდი ქომაგი: 1990 წელს მე ამირჩიეს ბულგარეთის დამფუძნებელი კრების წევრად „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“ საარჩევნო სისტემის შესაბამისად (მანდატების რაოდენობა პარლამენტში განაწილდა 50/50 შერეული სისტემით). შედეგად, მე მქონდა მნიშვნელოვანი თავისუფლება ჩემი დაპირებების და საკანონმდებლო ინიციატივების განსახორციელებლად, თუმცა დღეს ვხედავ ინდივიდუალური პარლამენტარების დამოუკიდებლობის დაკნინებას, რომელიც მოიტანა სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლამ. გარკვეულ წლებში საპარლამენტო უმრავლესობას თითქმის „ხელით“ მართავდა პარტიის ლიდერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სხვა პერიოდებში კი კონკრეტული მიზნებისთვის შეკრებილ უმრავლესობას ქაოსი და გამჭვირვალობის ნაკლებობა შეჰქონდა საჯარო მმართველობაში. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და მნიშვნელობას ანიჭებენ ევროკავშირი და აშშ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო პოლიტიკურად სწორ გზას ადგას. აი, რა დევს სასწორზე ჩემი აზრით – არსებობს მკაფიო საერთო მახასიათებლები საქართველოში პოლიტიკურ პარტიათა ხედვებს შორის. გადაკვეთის წერტილებს წარმოადგენს დასავლური ორიენტაცია და ნეგატიური განწყობები რუსეთის ფედერაციის ლიდერობისა და პოლიტიკის მიმართ როგორც უკრაინაში, ისე გლობალურად. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონსენსუსი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი შეუწყო 2019 წლის საპროტესტო აქციებმა, ასევე წინა წლებში ჩატარებული გამოსვლები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ; გარდა ამისა, სახეზეა მყარი კონსენსუსი ევროპულ გეზთან, როგორც ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზანთან დაკავშირებით. ამ ტიპის კონსენსუსი ბევრად უფო სუსტი პოლიტიკური მოტივაციის საფუძველია ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში, თუმცა მედლის მეორე მხარეა ის ფაქტიც, რომ ევროპული ორიენტაცია წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის წინაპირობას; ხსენებულთან თანხმობაშია საქართველოს მხრიდან ნატოს მხარდაჭერა და ის ფაქტი, რომ საქართველო ევრაზიაში ნატოს მისიებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანია; პოლიტიკური თვალსაზრისით, საარჩევნო რეფორმას აქვს შედარებით ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც დაკავშირებულია ზემოთ აღწერილ გამოცდილებასთან, როცა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი წარსულში წარმომადგენლობის გარეშე რჩებოდა. ევროკავშირი, აშშ, ეუთო და ასევე საერთაშორისო საზოგადოება განიხილავენ ამ რეფორმას, როგორც გარდამავალ პერიოდში საქართველოსთვის (ისევე, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის) დამახასიათებელი ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ მოქმედების დაპირებას“,- ნათქვამია სტატიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაშველებმა გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
Next post უცხოური მედია – საარჩევნო ცვლილების შესახებ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იყო