ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს

Read Time:24 Second

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. ვიდრე რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, რა ფასის გადახდა მოუწევდა რუსეთს და რუსეთმა გადაიხადა. ჩვენი სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. ამის ენერგეტიკული ღირებულება კი დღეში 160 მილიონი ევროა. „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ დავამატებთ ნავთობპროდუქტების ზღვრულ ფასს“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი 24 თებერვლისთვის შეტევის განხორციელებას შეეცდება
Next post თეა წულუკიანი – სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ზელენსკიზეც და გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს