აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:35 Second

უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემ შედეგზე არ არის ორიენტირებული.

„ახლა ამ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ იმ ინდიკატორებზე, რომლებითაც უნდა მოვახდინოთ მაგალითად მეცნიერების წახალისება, პროგრამების წახალისება. ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიდიოდა კვლევა. კვლევა უკვე სრულდება, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს. მოხდეს გადასვლა ახალ მოდელზე, რომელიც ვაუჩერული სისტემის დარჩენას გულისხმობს, ხოლო მოდელი, რომლითაც ფული უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით მიედინებოდა, გადანაწილდება იმ შეფასების მაჩვენებლებზე, რომელზეც ახლა ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. დაახლოებით თვე-თვენახევრის განმავლობაში ამაზე მუშაობას მოვრჩებით და ვფიქრობთ, მომავალ წელს უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი გვექნება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები