უმცროსი შვილები უფროსებს უკეთესებს ხდიან…

Read Time:1 Minute, 6 Second

უმცროსი შვილები უფროს და-ძმებს ემპათიას (თანაგრძნობას, თანაგანცდას) ასწავლიან – ასეთია ცოტა ხნის წინანდელი გამოკვლევების შედეგები. ითვლება, რომ უმცროსი ბავშვები მშობლების მთელ ყურადღებას ითხოვენ, ასევე ბევრს სწავლობენ უფროსი და-ძმებისგან, მაგრამ არაფერს ითხოვენ საპასუხოდ. თუმცა, გამოკვლევების შედეგები ამტკიცებს, რომ უმცროსი დედმამიშვილის წყალობით უფროსები იზრდებიან კეთილები, კარგად აქვთ თანაგრძნობის გამოხატვის უნარი, რაც მნიშვნელოვანია მოზარდისათვის.

“ყოველთვის ითვლებოდა, რომ ძირითად ზემოქმედებას ბავშვის ხასიათსა და განვითარებაზე მისი უფროსი და-ძმები ახდენენ, თუმცა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დადებით ზემოქმედებას ერთმანეთზე ახდენენ როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ბავშვები. მათ უყალიბდებათ თანაგრძნობის

უნარი”, – კომენტარს აკეთებს კვლევის თანაავტორი მარკ ჟამბონი ტორონტოს უნივერსიტეტიდან. წინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ უფროსი ბავშვები უმცროსებზე ზემოქმედებენ ყველაფერში – მოძრაობითი უნარებიდან დაწყებული – მოზარდობაში მოწევის რისკით დამთავრებული.

დედმამიშვილებს შორის ჩხუბი უფრო საყურადღებო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ

გამოკვლევის ფარგლებში ჟამბონმა კოლეგებთან ერთად შეისწავლა კანადელი 452 წყვილის და-ძმა 1,5 დან 4 წლამდე. თავდაპირველად შეისწავლეს ემპათიის ხარისხი ბავშვებში: მიდიოდნენ მათთან სახლში, შემდეგ იტყუებოდნენ, ვითომ რაიმე იტკინეს ან გაუტყდათ საყვარელი ნივთი. ამის შემდეგ აფიქსირებდნენ ბავშვების რეაქციას. წელიწად-ნახევრის შემდეგ, მკვლევარები დაბრუნდნენ, რათა გაეგოთ როგორ შეცვალეს ეს ბავშვები (18 თვის შემდეგ) უმცროსმა და-ძმებმა.

მშობლების აღზრდის მეთოდებით, დემოგრაფიული თავისებურებებით

(ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსის გათვალისწინებით), ასევე და-ძმებთან ურთიერთობის ხარისხით მეცნიერებმა აღმოაჩინეს უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკური მიდრეკილება ემპათიისადმი.

გამოკვლევების თანახმად, ემპათიის დონე არ მომატებიათ უფროს დებსა და უმცროს ძმებს. მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, თუ რატომ არ შედიან საერთო ტენდენციაში უფროსი დები და უმცროსი ძმები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
Next post როგორ გავაკეთოთ გემრიელი ლატე