უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენის სურვილი გამოთქვა

Read Time:18 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური პეკინის პოზიცია კიევთან მიმართებაში ორაზროვანია.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე პეკინთან კავშირის სხვადასხვა ხაზები არსებობდა, არსებობდა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობა.

„ვისურვებდი, რომ ისინი უკრაინას დაეხმარონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთს, როგორც რუსეთის მთავარ ეკონომიკურ მოკავშირეს და ძლიერ ქვეყანას, შეუძლია, რუსეთს საკუთარი ადგილი მიუჩინოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
Next post „შოკში ვარ, არ მესმის, რატომ არ მოგვცა ისრაელმა საჰაერო თავდაცვა“ – ზელენსკი