უკრაინული მედია: ქართულმა მაფიამ „უკრაინის რკინიგზა“ გაძარცვა

Read Time:1 Minute, 26 Second

„ქართულმა მაფიამ „უკრაინის რკინიგზა“ გაძარცვა“ – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა Obozrevatel-ი აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკონომიკას სატრანსპორტო კოლაფსი ემუქრება, კერძოდ, მარტის ბოლომდე კომპანია Ernst & Young-ის აუდიტორები „უკრაინის რკინიგზას“ ტექნიკურ დეფოლტს გამოუცხადებენ, 31 მარტიდან კი დაგეგმილია „უკრაინის რკინიგზის“ თანამშრომელთა გაფიცვა.

„პერსონალურ პასუხისმგებლობას ამაზე პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იულია გრიშინა მიხეილ სააკაშვილის პროტეჟეს, „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელს ვლადიმერ ჟმაკს აკისრებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, სააკაშვილი პირდაპირ ეთერში დეპუტატებს ესხმის თავს.

„უკრაინის რკინიგზის“ 250 000-ზე მეტი თანამშრომელი და მათი ოჯახები შეშფოთებული არიან იმით, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდება. კრიტიკული სიტუაციის გამო 30 000-ზე მეტმა თანამშრომელმა შესაძლოა საარსებო წყარო დაკარგოს. მათ საკუთარი უკმაყოფილება მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქციაზე გამოხატეს.

უკრაინის სატრანსპორტო მონოპოლიას მთელი ძალით ფინანსურ სამარეში აგდებს მიხეილ სააკაშვილის გუნდი: მისი თანაკურსელი, „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ჟმაკი, რომელიც ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის მუშაობისას მისი პირველი მოადგილე იყო და წელიწადში 5 მილიონ გრივნას იღებს, და „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია, რომლის საქართველოში მუშაობასაც ასევე მოჰყვა რკინიგზელთა გაფიცვა და მასობრივი სახელფასო დავალიანებები.

უკრაინაში ირაკლი ეზუგბაიამ ყველაზე მომგებიანი სექტორები აითვისა, როდესაც კონტეინერების მთელი პარკი მისსავე შექმნილ კომპანიას გადაუფორმა. სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლას შეეძლო 6-ჯერ მეტი მოგების მოტანა და სამგზავრო სექტორის კოლოსალური ზარალის დაფარვა, ირაკლი ეზუგბაიას ფასები საბაზრო ფასებზე 5-ჯერ უფრო დაბალ ნიშნულზე რო არ გაეჩერებინა.

რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი რიაზანცევი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო და კომერციულ ტარიფს შორის არსებული 500%-იანი სხვაობა მექრთამეთა ჯიბეებში მიდის. ამასთანავე, „უკრაინის რკინიგზაში“ არსებული კრიმინალის გამოძიება არ ხდება არც შსს-ში და არც გენპროკურატურაში. ყველა საქმე მიდის ანტიკორუფციულ ბიუროში, სადაც ამ საქმეებს ფარცხავენ გენპროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე გიზო უგლავა და უფროსი დეტექტივი დენის გიულმაგომედოვი.

დეპუტატ იულია გრიშინას განცხადებით, ყველა გასაჯაროებული მასალა ვლადიმერ ჟმაკისა და ირაკლი ეზუგბაიას ფინანსური მაქინაციების შესახებ დეტალურად იქნება გამოძიებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ოპერაციული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს
Next post შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნები არ არის მოთხოვნა, სრული კაპრიზია