მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 5 Second

მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები, მათ შორის უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგლავა „უკრაინის რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს იტაცებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ანტიკორუფციული ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე უკრაინამ 450 მილიონი გრივნის ოდენობის სახელმწიფო სახსრები დაკარგა. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ კორუფციულ სქემებს, რომელთა დამალვასაც ახლა „უკრაინის რკინიგზის“ ტოპ-მენეჯერები ცდილობენ. უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებით, რკინიგზისთვის ეს უარყოფითი პერიოდი მას შემდეგ დაიწყო, რაც „უკრაინის რკინიგზის“ კომერციულ დირექტორად ირაკლი ეზუგბაია დაინიშნა.

„2005-2012 წლებში ირაკლი ეზუგბაია „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა. ის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი თანამოაზრეა. საქართველოში მასზე ძებნაა გამოცხადებული, გამოძიება მას 40 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება. სატვირთო გადაზიდვების სფეროს „ჩავარდნაში“ ფიგურირებს „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ჟმაკიც, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში სააკაშვილის პირველი მოადგილე იყო. თავისი თანამდებობის გამოყენებით ის ეზუგბაიას უკანონო მაქინაციებს მალავს.

სარგებლის მთავარი მიმღები ამ სქემაში სააკაშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე​ გიზო უგლავაა. 2019 წელს უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც გიზო უგლავა სახელმწიფო კომპანია „უკრობორონპრომში“ („უკრაინის თავდაცვითი მრეწველობა“) კორუფციული სქემების დანერგვაში იყო გარეული. მისი თანაშემწე კი, რომელიც მანამდე უგლავასთან ერთად უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობდა, ახლა „უკრაინის რკინიგზის“ პიარ-დირექტორად დაინიშნა.

„უკრაინის რკინიგზასა“ და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში ზემოხსენებული ადამიანების მოსვლის შემდეგ სატვირთო გადაზიდვების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. „უკრსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს ამ მიმართულებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა“, – წერს გამოცემა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები