მარტი 28, 2024
0 0
Read Time:25 Second

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 24 თებერვლისთვის შეტევის განხორციელებას შეეცდება.

ფრანგულ BFMTV-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეტევა განახორციელონ ორი მიმართულებით – ეს შეიძლება იყოს დონბასი, ან სამხრეთის მიმართულება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სიმბოლიზმით ცხოვრობენ და 24 თებერვალს შეეცდებიან რაღაცის მოსინჯვას“, – განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

„ოფიციალურად რუსეთმა 300 000 ჯარისკაცის მობილიზების შესახებ გამოაცხადა, თუმცა როდესაც საზღვრებზე ჯარს ვხედავთ, ჩვენი შეფასებით, ეს ბევრად მეტია. ამიტომ გვჭირდება იარაღი მტრის შესაკავებლად, რადგან ომში ყველაფერი ინიციატივით ხდება“, – აღნიშნა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები