აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:58 Second

უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს.

მშვიდობის ხიდზე შეკრებილმა აქტივისტებმა როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ისე რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ჯაჭვი შეკრეს.

აქციაზე შეკრებილებს ორი მოთხოვნაც ჰქონდათ: მსოფლიომ უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება განაგრძოს, მათ შორის გერმანიამ გადასცეს ტანკები, მეორე მოთხოვნა კი რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებაა.

აქციის მონაწილეებს, სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

უკრაინის ერთობის დღე მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში აღინიშნება, მათ შორის წელს თბილისიც არის.

„დღეს უკრაინის ერთობის დღეა და ამ დღისთვის ჩვენ დავგეგმეთ დემონსტრაცია, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა მსოფლიოს, რადგანაც დღეს ვხედვათ, რომ ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს უკრაინას. ისინი გვაწვდიან იარაღს, აღჭურვილობას და გვინდა, მათ ამ აქციით მადლობა ვუთხრათ, ვაჩვენოთ, რომ უკრიანა და მთელი მსოფლიო ერთიანია. ამ აქციის დროს ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყანასთან, უპირველესად, გვინდა, მოვუწოდოთ მათ, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა. მოგვეცით ის იარაღი, რომელიც სამხედროებს სჭირდებათ. ომი გრძელდება და ეს იარაღი გვჭირდება. ეს ჩვენი სურვილი არაა, ეს არის გადარჩენის საკითხი. ასევე, მოვითხოვთ გერმანიის მთავრობისგან ტანკებს. ჩვენ რაც შეიძლება მალე გვჭირდება ეს „ლეოპარდები“ და სხვა იარაღი. ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები იარაღის გადმოცემას აჭიანურებენ, ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროს მეტი უკრიანელი კვდება. მეორე მოთხოვნაა, რომ რუსეთი აღიარონ ტერორისტ სახელმწიფოდ“, – განაცხადა აქცია-პერფორნანსის მონაწილემ, იულიანინ მიხაილომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები