ტყიბულში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Read Time:34 Second

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ღირებულება, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტით გათვალლისწინებულია ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,8 კმ საავტომობიო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფრგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა.

სამუშაოების მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დინტეერესდა, რომელიც ადგილზე სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამასახურის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა.

,,ცხრაჯვარი” საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დღის გმირი“ – ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა
Next post კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები