მარტი 29, 2024
0 0
Read Time:37 Second

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მეზობელმა მეზობელს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. 50 წლის მამაკაცი ამ დრომდე თბილისში, დამწვრობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაშია.

მეზობლები და დაზარალებულის ახლობლები თამაზ ქურციკიძის ოჯახის გადასახლებას ითხოვენ. მეზობლები ჰყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულმა ეჭვმიტანილის შვილს ტრაქტორის საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რა დროსაც 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

მას შემდეგ თამაზ ქურციკიძე შვილის გარდაცვალებაში მეზობელს ადანაშაულებდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ გუშინ საღამოს დაზარალებულს წყაროსთან ჩაეძინა, რა დროსაც ბრალდებული მას ჩუმად მიეპარა, ბოთლით საწვავი გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა. მუხურელები ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად ახასიათებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები