ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მიიღო მყარი მხარდაჭერა, რომ იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთვისაც საზღვრები გაიხსნება

Read Time:1 Minute, 33 Second

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, მესამე ქვეყნებიდან შენგენის სივრცეში მგზავრობის შეზღუდვა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდა. ეს გულისხმობს შეზღუდვების ეტაპობრივ მოიხსნას. საზღვრები გაიხსნება მხოლოდ რიგი ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივად შეირჩევა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა – ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, დანერგილი უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. შერჩევის პროცესის დროს გამოყენებულ იქნება ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემები.

წევრი ქვეყნები კოორდინირებულად შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. პირველ ეტაპზე შეზღუდვა მოიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ევროკავშირის მსგავსი ან უკეთესია. ქვეყნების სია რეგულარულად განახლდება, რაც ქვეყნების დამატებას, ასევე ამოღებას გულისხმობს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარტნიორ ქვეყნებთან ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მყარი მხარდაჭერა მიიღო, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება. აღნიშნული განაპირობა, როგორც საქართველოს წარმატებულმა ბრძოლამ კოვიდთან, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დანერგილმა უსაფრთხოების მკაცრმა რეგულაციებმა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას ტურისტების მისაღებად და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებას. რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყანას, რომელიც მზადაა ყველა საერთაშორისო ნორმისა და სტანდარტის დაცვით უმასპინძლოს ტურისტებს.

არაერთმა გავლენიანმა და მაღალრეიტინგულმა საერთაშორისო პლატფორმამ მათ შორის: Washington Post, CNN, Forbes, Conde Nast Travel და სხვა. ვრცელი სტატია და უმაღლესი შეფასება მიუძღვნა საქართველოს, როგორც წარმატებულ ქვეყანას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

გავლენიანი გამოცემა Time ევროპაში საზღვრების გახსნას ეხმაურება გამოცემის ინფორმაცით ევროპის ბევრმა ქვეყანამ ერთმანეთთან საზღვრების გახსნა დაიწყო, თუმცა გარკვეული სახის შეზღუდვები არ გაუქმებულა.

„ტურისტებს ამერიკიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში სამოგზაუროდ მოცდა მოუწევთ. ევროპა საზღვარს ზოგიერთი ქვეყნისთვის მომავალი თვიდან გახსნის, მაგრამ დეტალები უცნობია“, – წერს Time.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებისთვის სხვადასხვა რეგულაციაა დაწესებული და გარკვეული ტიპის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, რომელიც გულისხმობს, როგორც 2-კვირიან კარანტინს, ასევე ტესტირებას და სხვა საჭირო პროცედურებს.

ამ ეტაპზე ევროკავშირს ჯერ არ გამოუქვეყნებია რეკომენდაციები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნებთან და რა მოთხოვნები ექნებათ ტურისტებთან ევროკავშირის ქვეყანაში საზღვრის კვეთისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – ნურავინ იტყვის 100-პროცენტიანი გარანტიით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავა, მთელი პასუხისმგებლობა იქნება ოპონენტებზე, გამოჩნდება, ვის უნდა სტაბილურობა და ვის – არეულობა
Next post პაატა იმნაძე: ბანაობა საშიში არაა, საშიშროება ხმელეთზე დგება