მარტი 29, 2024
0 0
Read Time:25 Second
გაზაფხულის სუპერტურნირის დასრულებამდე ორი დღით ადრე, ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი გაიფორმა. ქართველმა მებრძოლმა მე-8 მარცხი კოტოშოგიკუსგან იწვნია და შემდეგი ტურნირისთვის წოდებაში დაქვეითება ელოდება. ექს-ოძეკების დაპირისპირებაში კოტოშოგიკუმ შეჯახებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და ტოჩინოშინი იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა.
ქართველს ხუთი მოგება და რვა მარცხი აქვს. ჰარუ ბაშოს დასრულებამდე ლევან გორგაძეს კიდევ ორი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს. ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, რანგში დაქვეითების მიუხედავად უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დარჩება და შემდეგ ბაშოზე შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მებრძოლებს შეხვდება, რაც მას დაწინაურების შანსს გაუზრდის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები