მარტი 29, 2024
0 0
Read Time:29 Second

დიდ მადლობას ვუხდი მთელ ერს, მთელ საქართველოს გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის, – ამის შესახებ პირველმა ქართველმა ოძეკმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კავკასიის უნივერსიტეტში გულშემატკივრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ძალიან ბედნიერი ვარ ამდენი გაღიმებული სახე რომ დავინახე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელი ერი, მთელი საქართველო ბაშოს მიმდინარეობის დროს 15 დღე ჩემს გვერდით იყო.

ვიდეოებს და სხვადასხვა ჩანაწერს ვნახულობდი, რომელმაც გულწრფელად მომცა ძალა. ბევრჯერ ისეთი სიტყვებიც წამიკითხავს, ცრემლებიც მომრევია. დიდ მადლობას ვუხდი მთელ ერს, მთელ საქართველოს გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის”, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

30 მაისს ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები