ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება

Read Time:27 Second

ნაგოიაში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. შეჯიბრის მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ქართველმა მებრძოლმა სტარტზე აგრესიულ შეჯახებას თავი აარიდა, მარჯვნივ გახტა და მოწინააღმდეგე ჰატაკიკომის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.

ტოჩინოშინს 11 შეხვედრაში 5 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს რომ მან პრაქტიკულად გაინაღდა უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დარჩენა. წოდებაში დასაწინაურებლად კი ლევან გორგაძეს კაჩი-კოში, ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, რისთვისაც ოთხი დარჩენილი ბრძოლიდან მინიმუმ სამი უნდა მოიგოს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ჩიომარუ იქნება, რომელმაც მაღალი ტემპერატურის გამო კორონავირუსზე გაიარა ტესტირება, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება, რომ 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს
Next post უზარმაზარი მარაგი მალე ქვეყანაში შემოვა – ლარსზე სურსათით სავსე 1000-ზე მეტი მანქანა დგას