მარტი 28, 2024
0 0
Read Time:2 Minute, 49 Second

დღეს ტოკიოში საზეიმოდ დაიხურა XXXII ოლიმპიური თამაშები. ეს იყო ისტორიაში პირველი ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა და მაყურებელი არ ესწრებოდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენმა იასპარეზა.

ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 33-მა ქართველმა სპორტსმენმა 11 სახეობაში იასპარეზა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს არასოდეს მოუპოვებია ერთ ოლიმპიადაზე რვა მედალი – ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ხუთმა სპორტსმენმა ვერცხლის, ხოლო ერთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია გავიდა, მეორეზე – ჩინეთი, ხოლო მესამეზე – იაპონია. საქართველოს დელეგაციამ 33-ე  ადგილი დაიკავა და გადაასწრო ბევრ ისეთ ქვეყანას, სადაც სპორტში საქართველოზე გაცილებით მეტი რესურსი და ფინანსები გააჩნიათ. 120 ქვეყანამ კი მედალი ვერ მოიპოვა.

 

ევროპის ოცეულში

საქართველო ევროპის ყველაზე წარმატებული 20 ქვეყანას შორის მოხვდა

ქვეყანა ო. ვ. ბ. ს.
4 დ. ბრიტანეთი 22 21 22 65
5 ROC 20 28 23 71
7 ნიდერლანდები 10 12 14 36
8 საფრანგეთი 10 12 11 33
9 გერმანია 10 11 16 37
10 იტალია 10 10 20 40
15 უნგრეთი 6 7 7 20
17 პოლონეთი 4 5 5 14
18 ჩეხეთი 4 4 3 11
20 ნორვეგია 4 2 2 8
22 ესპანეთი 3 8 6 17
23 შვედეთი 3 6 0 9
24 შვეიცარია 3 4 6 13
25 დანია 3 4 4 11
26 ხორვატია 3 3 2 8
28 სერბეთი 3 1 5 9
29 ბელგია 3 1 3 7
30 ბულგარეთი 3 1 2 6
31 სლოვენია 3 1 1 5
33 საქართველო 2 5 1 8

ROC *  – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ო – ოქროს მედალი

ვ  – ვერცხლის მედალი

ბ – ბრინჯაოს მედალი

ს – სულ მედლების რაოდენობა

 

პოსტსაბჭოეთში მესამე

საქართველოს დელეგაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგია. გადავასწარით უკრაინასა და ბელორუსს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგაც სპორტულ გრანდებად მიიჩნევიან.

ქვეყანა ო. ვ. ბ. ს.
5 ROC 20 28 23 71
32 უზბეკეთი 3 0 2 5
33 საქართველო 2 5 1 8
44 უკრაინა 1 6 12 19
45 ბელორუსი 1 3 3 7
59 ესტონეთი 1 0 1 2
59 ლატვია 1 0 1 2
67 აზერბაიჯანი 0 3 4 7
69 სომხეთი 0 2 2 4
70 ყირგიზეთი 0 2 1 3
77 ლიტვა 0 1 0 1
77 თურქმენეთი 0 1 0 1
83 ყაზახეთი 0 0 8 8
86 მოლდოვა 0 0 1 1

ROC *  – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

მედლები ვერ მოიპოვა ტაჯიკეთმა

 

საქართველოს ჩამორჩნენ თურქეთი, საბერძნეთი, ავსტრია, არგენტინა, პორტუგალია

საქართველოს დელეგაციამ ბევრ ისეთ ქვეყანას გადაასწრო, რომლებიც სპორტში დიდი თანხებს აბანდებენ და დიდი მიღწევებიც გააჩნიათ. იხილეთ სია.

ქვეყანა ო. ვ. ბ. ს.
35 თურქეთი 2 2 9 13
36 საბერძნეთი 2 1 1 4
39 ირლანდია 2 0 2 4
39 ისრაელი 2 0 2 4
42 კოსოვო 2 0 0 2
44 უკრაინა 1 6 12 19
45 ბელარუსი 1 3 3 7
46 რუმინეთი 1 3 0 4
48 ინდოეთი 1 2 4 7
52 სამხრეთ აფრიკა 1 2 0 3
50 სლოვაკეთი 1 2 1 4
53 ავსტრია 1 1 5 7
56 პორტუგალია 1 1 2 4
59 ესტონეთი 1 0 1 2
59 ლატვია 1 0 1 2
67 აზერბაიჯანი 0 3 4 7
69 სომხეთი 0 2 2 4
77 ლიეტუვა 0 1 0 1
83 ყაზახეთი 0 0 8 8
84 მექსიკა 0 0 4 4

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები