“ტემპერატურა მაღალ მთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს” – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

Read Time:30 Second

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით,  25-27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

“ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
Next post სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს