ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ

Read Time:48 Second

ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის ლიცენზია 27 ათას მძღოლს აქვს აღებული.

“თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები ავტომანქანას გადააკრავენ თეთრ ფირს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მერის მოადგილემ ტაქსის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისი იმსახურებს ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები”.

“ამას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოქალაქე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და ტაქსის მძღოლები, 27000 მძღოლი ვინც გაიარა ლიცენზირება, მათ მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის”,- განაცხადა ელოშვილმა.

ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძალიან მაგარი ამბავი: ნოე სულაბერიძე და ჟანეტ ქერდიყოშვილი დაინიშნენ (ფოტო)
Next post “ეჭვი მაქვს, რომ შენი შვილების მამა ვარ”