მარტი 28, 2024
0 0
Read Time:31 Second

ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე უარის შემდეგ, მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ნატახტართან გზა გადაკეტეს. მათ ხელისუფლებისგან ცხედრის გადმოსვენებაში დახმარება მოითხოვეს.

მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციაზე ჩასვლისთვის დროც მისცეს და თქვეს, რომ თუ რომელიმე ოფიციალური პირი არ ჩავიდოდა თბილისისკენ მიმავალ გზას გადაკეტავდნენ.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ მაგისტრალზე გადასვლისა და გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ადგილზე ვითარებაც იყო დაძაბული. აქციის მონაწილეებთან დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ჩავიდა. ის აქციის მონაწილეების დამშვიდებას შეეცადა, თუმცა მათ შორის მცირე შემაკათება მოხდა. სიტუაცია მალევე განიმუხტა.

არჩილ ტატუნაშვილი  22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები