მარტი 29, 2024
0 0
Read Time:42 Second

ხურვალეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემო.”- წერია განცხადებაში.

ასევე ევროკავშირის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილებას არ ადასტურებს.არსებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილება შეიმჩნევა. ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.

25 მარტს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის. მანამდე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს უსიამოვნო მოულოდნელობები ელის. საქართველო-ნატოს თანამშრომლობას მუქარა მოჰყვა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსგანაც, რომელმაც საპასუხო ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები