აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 36 Second

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა თავისი შვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ დანიშვნაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მისი შვილი მძიმე მდგომარეობაში არამხოლოდ მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის, არამედ სხვა ადამიანების გადაწყვეტილებების გამოც ჩავარდა. ამის შესახებ თამაზ მოლაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

„ახლა ამბობენ, რომ კითხვები ისმის კაპანაძესთან მიმართებაში და კითხვები აქვს საზოგადოებასო. მე არავითარი კითხვა არ მქავს. მე პირდაპირ ბრალს ვდებ, რომ ჩემი შვილი მაგანაც მოკლა. სულხან მოლაშვილს შუბლში ტყვია არავინ ესროლა, არც ხანჯალი გაუყრიათ, მაგრამ დაწყებული პირველი დღიდან, რა დღეშიც ჩააგდეს, გვარებს ჩამოვთვლი: კაპანაძე, მეიშვილი, მურუსიძე, ვალერი გრიგალაშვილი, ბოკერია, ვინც გინდათ, იმდენი ხალხი იყო ჩემი შვილის ნელ-ნელა მოკვლაში ჩართული, რომ არ ვიცი. კითხვებს კი არ ვსვამ, პირდაპირ დანაშაულში ვამხელ ამ ხალხს. ჩემს შვილს არაფერი ეშველება აწი, მაგრამ სხვის შვილს ამისთანა რამეს რომ გაუკეთებენ, ეს ხომ სადღაც უნდა მორჩეს. გამაგებინოს იუსტიციის საბჭომ, მან ხომ ზეპირად იცის კაპანაძის მიერ ჩადენილი დანაშაული, ბოდიში თუ მოახდევინეს ან მითითება თუ მისცეს?! საზოგადოებას გააგებინონ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

თამაზ მოლაშვილმა პრემიერმინისტრს განცხადებაში მისი შვილის საქმის ხსენებისთვის მადლობა გადაუხადა. “რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც“, – ნათქვამია პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნისნულია, რომ მმართველ გუნდში მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 44 მოსამართლე 22 თებერვალს დანიშნა.

უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეთა სიაში იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი – რევაზ ნადარაია და ირაკლი ბონდარენკო, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გაამწესა მოსამართლედ.

უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის მანუჩარ კაპანაძის გარდა არიან ასევე მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის გარდა ასევე არიან სერგო თეთრაძის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის მოსამართლე შორენა გუნცაძე.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წლის იანვარში მოლაშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.

სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ ის პატიმრობის დროს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და გოგა გრიგალაშვილმა აწამეს.

2016 წლის 29 ივნისს ის 47 წლისა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები