აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:25 Second

ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ სამყაროში, ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც რეალურად 2008 წელს საქართველოდან დაიწყო, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო და ნატოს მოკავშირეები ცივი ომის დასრულების შემდეგ ნამდვილად ცდილობდნენ შეექმნათ და დაემყარებინათ უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან.

„მაგრამ შემდეგ რუსეთმა შეგნებულად აირჩია სხვა გზა. […]ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები