სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა

Read Time:39 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მელეტიოსი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში არსებულ სიტუაციასა და ისრაელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეუფე ფილომენმა აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად დადიან ჯვრის მონასტერში, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვთისმსახურებაში და თვითონაც ცდილობს მათ თავი ისე აგრძნობინოს, როგორც საქართველოში.

მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერებით აღნიშნა, რომ იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გააკეთებს წმინდა მიწაზე ქართველების დასახმარებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დალოცა ისინი და სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვაზე მიიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებულ-ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ შეხვედრას გამართავს პარლამენტის წევრებთან,  ჯანდაცვის მინისტრთან  და სახალხო დამცველთან
Next post დიმიტრი ხუნდაძე: მეტი დაფასება სჭირდება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სადარაჯოზე დგას