სპარტაკ ბუკია, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, მძიმე სენით გარდაიცვალა

Read Time:1 Minute, 32 Second

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაურა აბრამია სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის, სპარტაკ ბუკიას გარდაცვალების შესახებ წერს.

„80 იანი წლების დასასრულს 90 იანების დასაწყისში, ცნობილი მოვლენების დროს, ეროვნული მოძრაობის ხანაში გულანთებული იდგა ჩვენს გვერდით, იყო მშვიდი და გაწონასწორებული ეს ბიჭი, სწავლობდა მაშინ, დიდი სიახლოვე არ გვქონია, მაგრამ მახსოვს ერთხელ ხუმრობით მითხრა, ბიძაჩემს რატომ უჩმახებ შენო დირექტორი იყო იმხანად ჩვენი მეურნეობის ბიძამისი და მე სკოლაახალდამთავრებული კომუნისტურ იდეოლოგიას ავუმხედრდი როგორადაც ეს შესაძლებელი იყო …. მოკლედ არც ის ვიცოდი სურამის ფსიქიატრიულის ხელმძღვანელი რომ ყოფილა, აქ, ამ სივრცეში კომენტარებში გადავიკვეთებოდით ხოლმე, არც ის ვიცოდი, რომ მძიმედ ყოფილა ავად და ამასწინათ ის ფოტო ვნახე, რომელსაც სხვადასხვა უხერხული ნიშნით დაატარებდნენ კედლიდან კედელზე, ბლოგიდან ბლოგზე, თვალებით ვიცანი ეს ბიჭი, ელდა მეცა,სკამიდან ვერ ვდგებოდი, გული გამიხდა ცუდად, იმ საზიზღარ კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ვირუსივით ვრცელდებოდა, ერთი გოგოს პოსტს ბულინგის ნიშნით, 60 ზე მეტი გაზიარება ჰქონდა, არადა მე მივხვდი რომ რაღაც დამართნია …. სპარტაკ ბუკიას დეიდაშვილს ალიკა კუპრავას მივწერე, სასწრაფოდ რაღაც მოვიმოქმედოთ, არ უნდა ნახოს მან ეს ყველაფერითქო, არც მისმა შვილებმა… ვისაც ვთხოვე, ყველამ სხვათაშორის მობოდიშებითაც კი მაშინვე აიღო მასზე დადებული პოსტი…

მერე ძალიან კარგი ბიჭის ტვ იმედის ჟურნალისტის ვაკო წიკლაურის პოსტი გახდა მეორე დღის მთავარი “ნიუსი”, ის ფოტო და კომენტარები ნახა და რეანიმაციაში მოხვდაო, არადა საბედნიეროდ არ უნახავს, ის უკვე დამძიმებული იყოო ძალიან – მითხრეს….

თვალებბრიალა სიცოცხლით სავსე კაცი, ასეთი იყო ეს ბიჭი, ღირსეული მეუღლე, 4 შვილის მამა, უფროსი 21 წლის…

…. ბოლომდე იბრძოლაო სიცოცხლისთვის და ვერ მოერია ამ სენს სამწუხაროდ…გარდაიცვალა… ამბობენ დიდი ამაგი ჩადოო სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის საქმეში.

…. იყო ფოტო, რომელზეც ნახევარმა საქართველომ იქილიკა და სირცხვილი ამისთვის იმ ნახევარ საქართველოს და იყო კაცი, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა და დარჩა ბევრი საკეთებელი, ბევრი სითბო და სიყვარული გასაცემი და არის გულისამომგლეჯი ფოტო, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო დღეებიდანაა… მითხრეს რომ მისი უმცროსი შვილი ასე არ შორდებოდა მამას, მის ფეხებში იძინებდა, არ მიდიოდა სახლში.

აქვეა ფოტო არქივიდან – 9 აპრილის ერთი წლის თავზე, მეგაფონით სპარტაკი

…. ნათელში იყოს კიდევ ერთი კარგი ქართველი, სპარტაკ ბუკია” – წერს ჟურნალისტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ – ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა
Next post  „მონასტერში ლეკვები შეუფარებიათ, უფროსს სულ ასე ჰყოლია ჩახუტებული პატარა, იცავდა თურმე…“