აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:25 Second

ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მათ საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ და უახლოეს მომავალში იგეგმება ,,ხალხის ძალის” გაფართოება, როგორც ინტელექტუალური, ასევე ადამიანური რესურსით.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში, შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება, ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ სხვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები