სოზარ სუბარი: „ქართული ოცნება“ 20-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

Read Time:56 Second

ყველმა საერთაშორისო სამყარომ აღიარა და ჩვენც უნდა გავიმეოროთ, რომ ეს იყო მართლაც, სამართლიანად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩატარებული არჩევნებია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა 2 ოქტომბრის შედეგები შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია – უბნების 10%-ის გადათვლის შესახებ.

„ყველმა საერთაშორისო სამყარომ აღიარა და ჩვენც უნდა გავიმეოროთ, რომ ეს იყო მართლაც, სამართლიანად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩატარებული არჩევნები, თუმცა დღეს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია – უბნების 10%-ის გადათვლის შესახებ. ეს ჩვენ მიერ მიღებულ კანონშია ჩაწერილი, რომ ეს არის სავალდებულო გადათვლა შემთხვევითი შერჩევით. ყველა ოლქიდან ხმების 10-10% და ეს არის 370-მდე საარჩევნო უბანი“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების შედეგების გადამოწმება მოხდა აღნიშნული პრინციპით და პროცენტული ცდომილება უმნიშვნელო იყო.

„ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, თუ რატომ არ მოინდომეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა. აღნიშნული კომისია ჩვენ შევქმენით იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გადაგვემოწმებინა. მათ არ ისურვეს, ენახათ უბნებზე არსებული ვიდეოჩანაწერების ნახვა, არ მოინდომეს უბნების ნაწილის გადათვლა, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ დარღვევები არ ყოფილა“, განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, იგი დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც მერებისა და ადგილობრივი საკრებულოების წევრების არჩევნების მეორე ტური ტარდება, დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოლიმპიურ ჩემპიონებს ლაშა ბექაურსა და ლაშა ტალახაძეს საპატიო ვარსკვლავები გაუხსნეს
Next post გიორგი სარდალაშვილი ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია