სოზარ სუბარი: პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა

Read Time:40 Second

პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ , – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილი რიცხვებში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

„რატომა არიან ისტერიკაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები? ნამდვილად არ ეთმობათ მათ ის ადგილები. ტყუილია რომ აქვთ განცდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. არჩევნებიდან მეორე-მესამე დღესვე აღიარა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომ 100 ათასი ხმით ნაკლები მიიღო პარტიამ, ვიდრე წინა არჩევნებში. ბოლო პერიოდში ამას აღარ ამბობენ და გადავიდნენ იმ ნარატივზე, რომ გაყალბდა. მათზე უკეთ არავინ იცის, რომ მიიღეს იმდენი ხმა რამდენიც მიიღეს და არცერთი ხმით მეტი მათ არ მიუღია. 20 წევრი ჰყავდათ პარლამენტში და შეეძლოთ ხალხში გარკვეული მანდატი დაეგროვებინათ, გარკვეული სიმპათია, გარკვეული ნდობა. ამას, რომ ვერასდროს დაიმკვიდრებდნენ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ არა გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების წინ მთლიანად მოექცნენ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ, გაერთიანდნენ მისი ფარდის ქვეშ“, – განაცხადა სუბარმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა – საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს
Next post ვლადიმერ ბოჟაძე: 98 ათასი ხმა დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან