სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, სხვაგან არიან

Read Time:29 Second

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მზად ვართ მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, თუ ოპოზიციის ოდნავი კონსტრუქციულობა მაინც დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის შეფასებები არა მხოლოდ პოლიტიკურად მიუღებელია, არამედ დისკრიმინაციულიცაა და ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთ გამოთქმებს, საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ და სხვაგან არიან.

„ოპოზიციის შეფასებები არა მხოლოდ პოლიტიკურად მიუღებელია, ასევე დისკრიმინაციულია და ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთ გამოთქმებს, საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, სხვაგან არიან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მზად ვართ მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, თუ ოდნავი კონსტრუქციულობა მაინც დავინახეთ და არა შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ, არა შეურაცხმყოფელი განცხადებები მომლაპარაკებლების მიმართ, არამედ კონსტრუქციული მიდგომა საკითხებისადმი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: იცოდნენ, რომ წინა წლებში პოზნერი თბილისში უამრავჯერ იყო ჩამოსული, წელს აწყობდათ და ამბავი ატეხეს
Next post ეკატერინე ტიკარაძე – „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვის ნიშნები არ ისმის, ამ ვაქცინით 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი