სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად არნახული კორუფციული სქემა

Read Time:32 Second

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად არგამოცდილი და არნახული კორუფციული სქემა, როდესაც რადენიმე ადამიანის ხელში იყო თავმოყრილი მთელი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა რესურსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ სურდათ იგივე გადაეტანათ უკრაინაში. „უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდოდათ, მაგრამ სადაც გამოუვიდათ, იქ გააკეთეს – გააკეთეს რკინიგზაში. კორუფციულ სქემებს რაც შეეხება, ერთი, რაც მკაფიოდ გამოიკვეთა და რაც თავის დროზე, „საქართველოს რკინიგზაშიც“ ჰქონდათ გაკეთებული, 5-ჯერ შეამცირეს ტარიფები, ოღონდ შეამცირეს ბიუჯეტისთვის და როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, არ შეუმცირებიათ რეალური ტარიფები გადამზიდავებისთვის. გადამზიდავები იხდიან იმდენივეს, უბრალოდ ერთი მეხუთედი მიდის ბიუჯეტში, 4 მეხუთედი მიდის ამ კორუფციაში ჩართული ადამიანების ჯიბეში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება