სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილმა დატოვა დიდი პოლიტიკური კაპიტალი გუნდის სახით, ამიტომ კრიზისის გადალახვა მყისიერად შევძელით

Read Time:47 Second

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა დიდი პოლიტიკური კაპიტალი გუნდის სახით, ამიტომ ასეთი კრიზისები, რომელიც ორი დღის წინ იყო, ადვილად გადალახვადია, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გუნდი არსებობის შედეგად, ქვეყანაში კრიზისების გადალახვა არ არის რთული. „ქართულ ოცნებაში“ არის ძალიან ბევრი გამოცდილი წევრი. გამოცდილება დაგროვდა წლების განმავლობაში. ასეთი კრიზისები, რომელიც ორი დღის წინ იყო ადვილად გადალახვადია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დაიკავონ წამყვანი პოსტები“, – აღნიშნა სუბარმა.

ამასთან, სუბარმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელება. „ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტია, მას უცხოეთში აქვს მიღებული განათლება და უზომოდ შეყვარებულია თავის სამშობლოზე. ასოცირების ხელშეკრულება მისი პირმშოა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის უდიდესი კაპიტალი. ის ორი წელია თავდაცვის სფეროს კურირებდა და პირველად იგრძნო ქართველმა ჯარისკაცმა ღირსება, მზრუნველობა და რაღაც სტანდარტებს მივუახლოვდით არა მხოლოდ წვრთნით, ჩაცმულობითა და კვებით, არამედ ყველანაირი სტანდარტით, მათ შორის შეიარაღებით. ასევე მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც მან ნატოსთან დაამყარა. მას აქვს გამოცდილება როგორც ქვეყნის ისე საგარეო ფრონტზე“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე – მოლაპარაკებების პროცესი თუ დაიწყო, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია
Next post სოზარ სუბარი: სამართლის აღსრულებაზე უარს ვერასდროს ვიტყვით