სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება

Read Time:1 Minute, 2 Second

სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. ამის შესახებ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტშია ნათქვამი.

აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს.

სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელ.

ამასთან, კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.

კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

გარდა ამისა, სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე გადაიდგა ნაბიჯები. კერძოდ:

გაღრმავდა მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა; გაძლიერდა პატრულირება სკოლის პერიმეტრზე;
ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი.
გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში. ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს და საბოლოოდ, ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
სარეკომენდაციო ფლაერები ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება, რაც ხელს შეუწყობს ძალადობისა და ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დანაშაულის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2017 წელს ავტოსაგზაო შემთხვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა
Next post გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო