სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე

Read Time:46 Second

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს და განსაკუთრებით შეერთებული შტატების იარაღი გამოიყენება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვისთვის, რომელიც ესაზღვრება უკრაინას და კლავს იქ მშვიდობიან მოსახლეობას.

„პენტაგონი არ მალავს კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების და დარტყმის სამიზნეების გადაცემის ფაქტს. ჩვენ ვაფიქსირებთ ამერიკელი დაქირავებული მებრძოლების და მრჩევლების ყოფნას ბრძოლის ველზე. შეერთებული შტატები ფაქტობრივად ზღვარზეა, გახდეს კონფლიქტში მონაწილე მხარე“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, აშშ გუშინწინდელი ცხოვრებით ცხოვრობს და არ იღებს იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სამყარო აღარ არის ცენტრით დასავლეთისკენ.

„აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მსხვერპლად შესწირონ უკრაინა თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებს. ამ მიზნების მისაღწევად ისინი ქვეყანას ავსებენ იარაღით, რაც იწვევს ესკალაციას და კონფლიქტის გაჭიანურებას. ეს აფერხებს მისი მოგვარების პერსპექტივებს”, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის დამყარებით და ვირტუალურად აუკრძალა უკრაინას შემდგომი დიალოგი რუსეთთან, რის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლება თავს არიდებს მოლაპარაკებების პროცესს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება გახდნენ რისკ-ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი
Next post ჯო ბაიდენი გაეროს რეფორმირებას ითხოვს