სენიორთა ევროპის პირველობაზე ქალთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი გახდა

Read Time:25 Second

იტალიის ქალაქ აკვა ტერმეში სენიორთა შორის ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატი დასრულდა.

ჩემპიონატის დასკვნით, მე-9 ტურში  ტურში +65 წლის სენიორთა ღია (კაცები და ქალები ერთად) პირველობის მონაწილე ნონა გაფრინდაშვილი ტურნირის მონაწილეთა შორის უდიდესი რეიტინგის (2579) მქონე ინგლისელ გროსმაისტერ ჯონ ნანთან დამარცხდა და ასპარეზობა 5,5 ქულით დაასრულა.

ამ შედეგით ნონა გაფრინდაშვილი ქალთა შორის მეორე ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

+65 წლის ასაკის სენიორთა ღია პირველობის გამარჯვებული 7 ქულით ჯონ ნანი გახდა. ქალთა შორის საუკეთესო 6 ქულით გერმანელი გიზელა ფიშდიკი იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს – ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში
Next post პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო