სემეკი, კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა

Read Time:35 Second

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის შეთანხმებას, რომელიც შეეხება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების, კონკურენციის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას.

შეთანხმების ხელმომწერი პირები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელი ვახტანგ აბაშიძე.

ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტის მიზანია – ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს განიხილავენ. ასევე, მომზადდება ზოგადი კონკურენტული გარემოს ანალიზი უწყებებს დაქვემდებარებულ სფეროებთან მიმართებაში. შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს – ღონისძიება ჩატარდეს ყოველი წლის დეკემბრის თვეში, კონკურენციის მსოფლიო დღის პარალელურად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვაშაძე წულუკიანზე: როცა პარლამენტში მოდის, იხსენებს როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან – სამწუხაროა, რომ 9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა
Next post ივანე ჩხაიძე „ომიკრონზე“: ეს არის ის მუტაცია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე