მარტი 29, 2024
0 0
Read Time:50 Second

„სადაც კი პროტესტი იქნება, მე ყველგან ვიქნები“,- ამის შესახებ ზვიად კუპრავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. იგი იმ აქციაზე იმყოფება, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან იმართება.

მისი თქმით, იგი აქციის წევრებს ყველგან შეუერთდება, სადაც საჭირო იქნება.

„მე ციხეში ვიჯექი, როცა დაპირება რომელიც გასცეს მართლა არავის ეგონა, რომ არ შესრულდებოდა. მთელი ქვეყანა დარწმუნებული იყო, რომ პროპორციული არჩევნები წინ გადადგმულ ნაბიჯი იყო, ჩვენ მივიღებთ ოთხჯერ გადადგმული ნაბიჯი.

რა თქმა უნდა, იმ პროტესტის გვერდით ვარ, რაც საზოგადოებას გააჩნია. ვიქნები იქამდე, სანამ ეს ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა და ეს დასასრული ვადამდელი არჩევნები, სადაც კი პროტესტი იქნება, მე ყველგან ვიქნები. სანამ ამ უკან გადადგმულ ნაბიჯებს არ ავანაზღაურებთ, მე პირადად სახლში  არაფერი მესაქმება. სახლში ჯდომის დრო ნამდვილად არ არის. ეს ხომ არ არის მხოლოდ ჩემი მონაპოვარი ,ეს მთელი საქართველოს მონაპოვარი იყო. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი წაგვართვა ივანიშვილმა“,- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას დილიდან ისევ გეგმავენ.

12 საათზე საკანონმდებლო ორგანოში სესია უნდა დაიწყოს, მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ საპატიმრო გასულ კვირას  დატოვა.

პრაიმტაიმი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები