სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა – ექსპერტთა დასკვნა

Read Time:1 Minute, 2 Second

ბევრი მიიჩნევს, რომ სახლში ყოფნა და ბავშვებზე ზრუნვა მშობლისთვის მარტივი და მხიარული პროცესია, თუმცა ეს პოპულარული აზრია და რეალობა აბსოლუტურად საპირისპირო. სინამდვილეში, ბავშვებზე ზრუნვა ყველაზე რთული საქმეა რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს.

ეს არ არის მხოლოდ მოსაზრება, ეს არის შეხედულება, რომელიც შესაბამისი კვლევითაა გამყარებული. კვლევაზე დაყრდნობით ექსპერტები ამბობენ, რომ სახლში ბავშვებთან ყოფნა სამსახურში ყოფნაზე გაცილებით რთულია.

კვლევა ბრიტანეთში ჩატარდა და მასში ჩართული იყო 1500 დედა და მამა. გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ სამსახურში მუშაობაზე გაცილებით რთულია სახლში ყოფნა და ბავშვებზე ზრუნვა, 55% ამბობს, რომ სახლში ყოფნა და ბავშვებზე ზრუნვა სამსახურში ყოფნაზე მაშინაც კი უფრო რთულია, როცა სახლში დამხმარე გყავს. კვლევაში ჩართული დედების 45% ამბობს, რომ მშობლობას თავს ვერ გაართმევდნენ დედები რომ არ ეხმარებოდნენ.

„გახდე მშობელი, ეს შესანიშნავია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვის დაბადებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს უამრავ სირთულესთან, სტრესთან და შფოთვასთან“, – ამბობს ექსპერტი რებეკა ბენეტი.

კვლევამ აჩვენა, რომ თუ მშობელი სახლშია და ბავშვებზე ზრუნავს, მისი შფოთვისა და სტრესის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომლებიც სამსახურში არიან. მშობელი შფოთავს ბავშვის ყველა მოქმედებაზე, მის ყველა ნაბიჯზე, ძილისა, თუ ჭამის ჩვევებზე.

დარწმუნებულები ვართ, რომ მშობლები აუცილებლად გაიზიარებენ დასკვნას, რომელიც კვლევამ აჩვენა და დაეთანხმებიან მის ავტორებს, რომ მშობლობა და ბავშვზე ზრუნვა ყველაზე რთული საქმეა. მშობელი გამუდმებით ფიქრობს შვილზე და სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ის ჯანმრთელი და ბედნიერია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გორში 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა
Next post ირაკლი კობახიძე: „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით, ყველაფერი იქნება გამოძიებული, მთავარია, რომ არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში