სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

Read Time:27 Second

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. სუს-ის ცნობით, ამ თანამდებობის დაკავებამდე შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. იგი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

შენგელი ფიცხელაური თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო 1985-1991 წლებში, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 1997 წელს. იგი არის, ასევე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

შენგელი ფიცხელაური სუს-ის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის ნაცვლად დაინიშნა. ტაბატაძე 2019 წლის პირველ მაისს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post   მის დაწვას ვითხოვ… ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა” – კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს
Next post საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს