აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 14 Second

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 623.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი).

„საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 648.3 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9 პროცენტით მეტია. ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 389.6 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 214.0 ლარითაა გაზრდილი. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 098,4 ლარი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 182.1 ლარით მეტია.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 440.3 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 640.4 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 144.9 ლარი. ამასთან, უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ. თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.7 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.4 პროცენტი, იმერეთი – 6.7 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები