აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:39 Second

2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1%-ით – 110.0 ლარით გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა. პირველი კვაარტლის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
• საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2%);
• მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5%);

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2020 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები