საქსტატი: ექვს თვეში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა

Read Time:53 Second

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა, ხოლო იგივე პერიოდში ქვეყანაში 25 821 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებში კოვიდით გარდაცვლილებიც შედიან. წინასწარ მაჩვენებლებს საქსტატი აქვეყნებს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (717) და ქვემო ქართლში (195).

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ბავშვი დედაქალაქში დაიბადა – 7 101, აჭარაში – 2 556; გურიაში – 521; იმერეთში 4 286, კახეთში – 1 822; მცხეთა-მთიანეთში – 506; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში – 123; სამეგრელო და ზემო სვანეთში – 1 529 სამცხე-ჯავახეთში – 926; ქვემო ქართლში – 2 499 და შიდა ქართლში – 1 487.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, მაჩვენებლით აქაც თბილისი ლიდერობს, 7 776 გარდაცვლილით, აჭარაში პირველ 6 თვეში – 1 839 ადამიანი გარდაიცვალა; გურიაში – 930; იმერეთში – 4 286; კახეთში – 2 271; მცხეთა-მთიანეთში – 748; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში – 377; სამეგრელო და ზემო სვანეთში – 2 501; სამცხე-ჯავახეთში – 970; ქვემო ქართლში – 2 304; შიდა ქართლში – 1 819.

2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ზამბახიძე-არ შე­იძ­ლე­ბა დე­დამ გა­ი­გოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მისი შვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი არაა წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი თავი მშობ­ლე­ბის ად­გი­ლას !
Next post იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო